Instagram-მა ხანგრძლივი ჰორიზონტალური ვიდეოების ატვირთვის ტესტირება დაიწყო
ტექნოლოგიები

ფოტო: Instagram
სოციალურმა ქსელმა Instagram გამოაცხადა, რომ ხანგრძლივი ჰორიზონტალური ვიდეოების გამოქვეყნების შესაძლებლობის ტესტირება დაიწყო. როგორც გამოცემა Variety აზუსტებს, საუბარია 90 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოებზე.
ახალი ფორმატი, სახელწოდებით Features, ჯერჯერობით ხელმისაწვდომია ავტორთა მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის აშშ-სა და ბრაზილიაში. ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის გახდება ეს ფუნქცია მომხმარებელთა უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი/
Instagram-ზე ხანგრძლივი ჰორიზონტალური ვიდეოების გარკვეული ფორმატი მანამდეც მოქმედებდა. სერვისს IGTV ერქვა და ის 2018 წელს YouTube-თან კონკურენციისთვის შეიქმნა, თუმცა მნიშვნელოვანი პოპულარობა ვერ მოიპოვა. სოციალურმა ქსელმა ის 2021 წელს დახურა და ფიდზე ასატვირთი ვიდეოების ხანგრძლივობა ერთ საათამდე გაზარდა.





