მეცნიერებმა რეკორდული კოსმოსური აფეთქება დააფიქსირეს
ტექნოლოგიები

ფოტო: NASA
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ანომალიური გამა-ანთება GRB 220706A აღმოაჩინა, რომლის ცენტრალური წყარო რენტგენის დიაპაზონში აქტიურობას 27 დღის განმავლობაში ინარჩუნებდა. მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ, რომელ ობიექტს შეეძლო ენერგიის ასე ხანგრძლივად გამოყოფა.
როგორც წესი, გამა-ანთებებს მასიური ვარსკვლავების კოლაფსსა და შავი ხვრელების შემდგომ წარმოქმნას უკავშირებენ. თუმცა, სტანდარტული მოდელები ცენტრალური წყაროს ასეთ ხანგრძლივ აქტიურობას ვერ ხსნის.
GRB 220706A-მ წინა რეკორდს დაახლოებით 21 დღით გადააჭარბა. ასტრონომებმა ასევე მასთან დაკავშირებული უჩვეულოდ კაშკაშა ზეახალი ვარსკვლავის ნიშნები აღმოაჩინეს.
ერთ-ერთი ჰიპოთეზით, დამატებითი ენერგიის წყარო შესაძლოა მაგნეტარი გამხდარიყო - ზემკვრივი ნეიტრონული ვარსკვლავი ძლიერი მაგნიტურიველითა და ბრუნვის მაღალი სიჩქარით.
სხვა ვერსიით, აფეთქებისას გამოტყორცნილი ტალღა გაზის იმ მკვრივ გარსებს შეეჯახა, რომლებიც ვარსკვლავმა დაღუპვამდე მოიშორა. მეცნიერები ასევე განიხილავენ ცისფერი ზეგიგანტის კოლაფსის სცენარს, რომლის ზომებიც მზის გარშემოწერილობას მნიშვნელოვნად აღემატებოდა.
მკვლევრები გეგმავენ სხვა ულტრახანგრძლივი გამა-ანთებების ძიებას რენტგენული ტელესკოპ Einstein Probe-ის მეშვეობით. ეს უნდა დაეხმაროთ იმის დადგენაში, თუ რომელ ობიექტებს შეუძლია მსგავსი აქტიურობის შენარჩუნება რამდენიმე კვირის განმავლობაში.





