პაპუნა შუშანია
ზუგდიდელმა პროგრამისტმა ტურისტებისთვის მობილური აპლიკაცია „TELEGUIDE“ შექმნა
ტექნოლოგიები

აპლიკაციის სქრინფოტო
ფოტო: პაპუნა შუშანია
"TELEGUIDE" - ასე ჰქვია ანდროიდებისა და iOS სისტემისთვის განკუთვნილ მობილურ აპლიკაციას, რომელიც მალე ამუშავდება. აპლიკაციის ავტორი ზუგდიდელი დუტა პეტრედისია. როგორც ის ამბობს, აპლიკაცია ტურისტებისთვის იქნება განკუთვნილი და მისი გამოყენება თვის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.
"პროექტის სახელი როგორც უკვე იცით ტელეგიდია. მისი მთავარი ფუნქციაა, რომ ტურისტებისთვის და არამხოლოდ ტურისტებისათვის უფრო მარტივი გახადოს მოგზაურობა. "ტელეგიდის" მთავარი მიზანია ტურისტს ნებისმიერ ღირსშესანიშნაობებზე ზუსტი და ამოუწურავი ინფორმაცია მიაწოდოს რამდენიმე ენაზე", - თქვა დუტა პეტრედისიმ.
მისი თქმით, აპლიკაციის გამოყენება მარტივია, კერძოდ ტურისტმა ადგილს უნდა გადაუღოს სურათი, ატვირთოს აპლიკაციაში და შემდეგ "ტელეგიდი" მას ობიექტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის როგორც ვიდეო, ასევე აუდიო და ტექსტის სახით.
აპლიკაციის ავტორის თქმით, პრიორიტეტული მხარე აპლიკაციაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოპულარიზაციას დაეთმობა, თუმცა თავად აპლიკაცია საქართველოს ღირშესანიშნაობებზე იქნება აწყობილი.





