ეგვიპტეში ორი ათასი წლის წინ დამარხული შავი სარკოფაგი იპოვეს
ტექნოლოგიები

ფოტო: Egypt Ministry of Antiquities
ეგვიპტის სანაპიროსთან ქალაქ ალექსანდრიაში გრანიტის შავი სარკოფაგი იპოვეს. სპეციალისტებმა ჯერჯერობით არ იციან ვისი ნაშთები ინახება მასში. ამის შესახებ გამოცემა Science Alert-ი წერს.
მეცნიერების თქმით ეს აღმოჩენა ეგვიპტის სარკოფაგებს შორის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია. სიმაღლეში 186 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო სიგანეში - 165 სანტიმეტრს. წინასწარი შეფასებით, ის დაახლოებით ორი ათასი წლის წინ პტოლემეები დინასტიის დროს ჩამარხეს და მას შემდეგ არ გაუხსნიათ.
ამავე სამარხში იპოვეს დიდი, ალებასტრისგან დამზადებული ბიუსტი, რომელზეც შესაძლოა გამოსახულია ის, ვინც სარკოფაგშია დამარხული.





