18 წლამდე მომხმარებლებისთვის Facebook-ი იარაღის რეკლამას დაბლოკავს
ტექნოლოგიები

ფოტო: shutterstock.com
18 წლამდე მომხმარებლებისთვის Facebook-ი იარაღის რეკლამას დაბლოკავს. ამის შესახებ CNET-ი წერს.
გადაწყვეტილება იარაღის რეკლამის შინაგანაწესის ცვლილების გარდა რამდენიმე სხვა პუნქტსაც მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ Facebook-ის 14 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.
მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო Google-მაც და Adwords სისტემაში იარაღის რეკლამის აკრძალვას დაუჭირა მხარი. ინიციატივას მხარი აუბა Youtube-მაც და ვებგვერდზე იარაღის სადემოსნტრაციო ვიდეოების განთავსება აკრძალა.
Faceook-ის სკანდალების ფონზე კომპანიის ვიცეპრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა.





