შიდსის სიმპტომები და სტადიები
ტექნოლოგიები

ფოტო: shutterstock.com
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინფრომი) რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. აივ-ით (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით) ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანიით დაავადებულთა 80%.
მართალია, აივ ინფექციას პათოგნომური კლინიკური ნიშნები არ გააჩნია, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიყოს სიმპტომებისა და დაავადებების ჯგუფი, რომელთა დროს პირველ რიგში ეჭვი უნდა იქნას მიტანილი აივ ინფექცია/შიდსზე. ესენია:
არამოტივირებული ცხელება;
ძლიერი საერთო სისუსტე;
წონაში კლება სხეულის მასის 10%-ით და მეტად;
ოფლიანობა;
ლიმფური კვანძების გადიდება;
ფაღარათი;
სხვადასხვა სახის გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსებზე;
თეთრი ფერის ნადები ენაზე;
გახანგრძლივებული ფილტვების ანთება, რომელიც ცუდად ექვემდებარება ჩვეულებრივ ანტიბაქტერიულ თერაპიას;
ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის დაზიანება (დემენცია, მენინგიტი, ენცეფალიტი, მიელოპათია, პერიფერიული ნეიროპათია) და სხვა.
ამასთან, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები (მაღალი რისკის ჯგუფი, აივ ინფიცირებულთან კონტაქტი და სხვა), გარდა ამისა, აივ ინფექციაზე გამოკვლეულ უნდა იყვნენ სგგდ ავადმყოფები, B და C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულნი, ტუბერკულოზით დაავადებულნი.
აივ ინფექციის ბუნებრივ მიმდინარეობაში (მკურნალობის გარეშე) გამოყოფენ შემდეგ სტადიებს:

დაავადების პროგრესირების ტემპი სხვადასხვა პაციენტებში ვარიაბელურია და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, ერთის მხრივ, მასპინძლის ე.წ. დაცვით ფაქტორებზე და მეორეს მხრივ, ვირუსის ბიოლოგიურ თავისებურებებზე, ასევე მნიშვნელოვნად იცვლება იგი მკურნალობისა და პროფილაქტიკის ფონზე.
დღეს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა.





