სოფიო ოხანაშვილი
მეცნიერებმა მსოფლიოს ყველაზე საშიში ბაქტერიების ახალი სია შეადგინეს
ტექნოლოგიები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეზისტენტული ბაქტერიების სია შეიმუშავა, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სიის სათავეშია ბაქტერია სახელწოდებით "E.coli", რომელსაც სისხლძარღვების ლეტალური ინფექციის გამოწვევა შეუძლია, სუსტი ჯანრთელობის მქონე პაციენტებში კი პნევმონიის მიზეზიც შეიძლება გახდეს.
ერთ-ერთი ინფექცია არის ბაქტერია სახელწოდებით კლებსიელა (Klebsiella), რომელმაც რეზისტენტულობა ანტიბიოტიკების ძლიერი ჯგუფის (carbapenems) მიმართ გამოიმუშავა. შეერთებულ შტატებში, ექიმებმა ამ ინფექციის სამკურნალოდ 26 სხვადასხვა ანტიბიოტიკი გამოიყენეს, თუმცა უშედეგოდ, პაციენტი გარდაიცვალა.
სიას დეტალურად დიდი ოცეულის (G20) შეხვედრაზე განიხილავენ, რომელიც ზაფხულში გერმანიაში გაიმართება. განხილვის მიზანია, რომ მთავრობებმა ახალი ანტიბიოტიკების მოძიებაზე გააკეთონ ფოკუსირება, რომლებიც მძიმე ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებათ.
სიაში არ მოხვდა ტუბერკულოზის ბაქტერია, რადგან ამ ინფექციის მკურნალობის ახალი მეთოდების ძიება უკვე პრიორიტეტული მნიშვნელობისაა.
ექსპერტებმა სია რეზისტენტულობის მაჩვენებლის, გარდაცვალების გლობალური მონაცემების, და ასევე, ინფექციების გავრცელების მიხედვით შეადგინეს.
ექსპერტებმა არაერთხელ გააფრთხილეს ხელისუფლებები, რომ ჩვენ "პოსტანტიბიოტიკების ერის" მწვერვალზე ვიმყოფებით, სადაც ზოგიერთი ინფექცია არსებული მედიკამენტების პირობებში განუკურნებელია.





