ჩინური WeChat-ის მომხმარებელთა ყოველთვიურმა რაოდენობამ 1 მილიარდს მიაღწია
ტექნოლოგიები

ფოტო: shutterstock.com
ჩინური მესენჯერის, WeChat-ის მომხმარებელთა ყოველთვიურმა რაოდენობამ პირელად ისტორიაში 1 მილიარდს მიაღწია. ამის შესახებ ABC წერს.
კომპანიის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხმარებელთა რაოდენობა განსაკუთრებით იზრდება სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამის ერთ-ერთ მიზეზად ჩინეთიდან გაზრდილი მიგრაცია სახელდება, რადგან ისინი საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში სამშობლოში დარჩენილ ახლობლებთან კომუნიკაციისთვის სწორედ WeChat-ს იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ჩინეთს მთავრობამ Whatsapp-ი დაბლოკა, WeChat-ი ქვეყანაში უმსხვილესი სოციალური პლატფორმა გახდა. მის პოპულარობას ხელი იმანაც შეუწყო, რომ გარდა შეტყობინებების გაგზავნისა, მისი მეშვეობით როგორიც ტაქსის გამოძახება, ისე ფულადი ტრანზაქციების შესრულებაა შესაძლებელი.






