Faсebook-მა კრიპტოვალუტისა და ICO-ს რეკლამირება აკრძალა
ტექნოლოგიები

ფოტო: shutterstock.com
სოციალურ ქსელის Faсebook-ის მენეჯმენტმა ახალი რეგულაცია დააწესა. Faсebook-მა კრიპტოვალუტისა და ICO-ს რეკლამირება აკრძალა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად კომპანიამ გაავრცელა. სტატიას კი techcrunch-ი აქვეყნებს.
"აკრძალოს ფინანსური პროდუქციისა და მომსახურების რეკლამირება, რომლებიც ხშირად უკავშირდება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას და ამისთვის ცრუ ხერხების გამოყენებას", - წერია Faсebook-ის განცხადებაში.
ეს აკრძალვა Faсebook-ის გარდა, Instagram-ზეც ვრცელდება.
Faсebook-ი მომხმარებლებს მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ მათ კრიპტოვალუტისა და ICO-ს რეკლამირება შეხვდებათ, ინფორმაცია კომპანიას მიაწოდონ.





