GTA VI-ის რელიზი გადაიდო
ტექნოლოგიები

ფოტო: Rockstar
ვიდეოთამაშის GTA VI-ის გამოსვლა 2026 წლის 19 ნოემბრამდე გადაიდო. ინფორმაციას კომპანია Rockstar Games-ი ავრცელებს.
მანამდე, თამაშის გამოშვება 2026 წლის 26 მაისისთვის იყო დანიშნული.
„ეს დამატებითი თვეები მოგვცემს საშუალებას, დავასრულოთ თამაში იმ სრულყოფილების დონემდე, რასაც თქვენ ელით და იმსახურებთ“, - ნათქვამია Rockstar Games-ის განცხადებაში.
GTA VI არის ვიდეოთამაში, რომელსაც გეიმერები ყველაზე მეტად ელოდებიან. ამ დროისთვის მისი ორი თრეილერია გამოსული.
სერიის წინა თამაში, GTA V 2013 წელს გამოვიდა. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტი გახდა სათამაშო ინდუსტრიის ისტორიაში.





