2017 წლის საუკეთესო სმარტფონები დასახელდა
ტექნოლოგიები

ჟურნალმა TechRadar-მა 2017 წლის საუკეთესო სმარტფონების რეიტინგი შეადგინა.
სიის პირველ სამეულში Samsung Galaxy S8, S8 Plus-ი Google Pixel 2 მოხვდნენ. რეიტინგის შედგენის დროს გათვალისწინებული იყო შემდეგი ფაქტორები: სიძლიერე, სპეციფიკა, დიზაინი და ყველაზე მთავარი: ფასისა და ხარისხის შესაბამისობა.
Galaxy S8-მა პირველი ადგილი დაბალი ფასის, კარგი კამერისა და ეკრანის წყალობით მოიპოვა.
Apple-ს პროდუქციამ საუკეთესო სმარტფონების რეიტინგში მე-4 და მე-9 ადგილი დაიკავა. კერძოდ, ათეულში, კომპანიის ახალი მოდელები iPhone X-ი და iPhone 8 Plus-ი მოხვდნენ.
სიაში ასევე მოხვდნენ Huawei Mate 10 Pro, Samsung Galaxy Note 8, LG V30 И G6 და OnePlus 5T.





