ახალი iPhone-ის პრეზენტაცია.LIVE
ტექნოლოგიები
ამ წუთებში კალიფორნიის Apple Park-ში ახალი iPhone-ის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
პრეზენტაციიდან ტექსტურ რეპორტაჟს რუსულ ენაზე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ Meduza-ზე.
აღსანიშნავია, რომ iPhone X-ის პრეზენტაცია პირველი აიფონის გამოშვების თარიღს ემთხვევა.
რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტერნეტ სივრცეში iPhone-ის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდებოდა. სმარტფონის განსაკუთრებულობა ახალ დიზაინსა და გაუმჯობესებულ კამერაში მდგომარეობს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სიახლე იქნება მომხმარებლებისთვის ისიც, რომ სმარტფონი საკუთარ მფლობელს სახის სკანირების მეთოდით ამოიცნობს - მობილურის განბლოკვას მხოლოდ მისი მფლობელი შეძლებს.
iPhone 8-ის გარდა, პრესკონფერენციაზე კიდევ 2 სმარტფონს წარადგენენ, ესენია: iPhone 7s და 7s Plus.
კომპანია Apple-მა პირველი iPhone-ის გამოშვებიდან დღემდე, სმარტფონების გაყიდვით 760 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო.





