Imedi.ge
როგორ გადავიდეთ Google Workspace-ს ციფრულ ოფისებში?
ტექნოლოგიები

მათთვის, ვისაც მოულოდნელად მოუწია ფიზიკური ოფისის დატოვება და ვირტუალურ სივრცეში გადასვლა, დისტანციური სამუშაო გარემო და ონლაინ შეხვედრები დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
მსოფლიოს გარშემო მილიონობით კომპანია ტესტავს სხვადასხვა ონლაინ საკომუნიკაციო აპლიკაციასა და პროექტ მენეჯმენტ პროგრამებს. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენც, საუკეთესოს ძიებაში ატარებთ დროს და აგურ-აგურ (ან პიქსელ-პიქსელ) აშენებთ თქვენს ვირტუალურ ოფისს. ამ სეგმენტში Geosoft-ი “ჯეოსოფტ” გაგვაცნობს Google Workspace-ის აპლიკაციებს.
.gif)
რა არის Google Workspace?
Google Workspace იგივე G Suite არის Google-ის პროდუქტიულობის, კოლაბორაციისა და ქლაუდ გადაწყვეტილებების აპლიკაციების გაერთიანება, მარტივად რომ ვთქვათ, ესაა დისტანციური სამუშაო გარემო, სადაც წვდომა გაქვთ ყველა თქვენს სამუშაო ფაილთან და მარტივად კონტაქტობთ თანამშრომლებთან ისე და პარტიონერბთან. რაც მშრალად ჟღერს, არა?
სინამდვილეში, Google Workspace არაჩვეულებრივი ხელსაწყოების ერთიანობაა, რომელიც ქმნის კომფორტულ და მოქნილ გარემოს მათთვის, ვისაც სურს ვირტუალური ოფისის შექმნა. დღეს კი ეს თქვენ ხართ.
იცით რატომ არის Google Workspace-ის პროდუქტები ყველაზე ოპტიმალური? Google-ს დაახლოებით 2 მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს, თქვენი თანამშრომლებიც, ყველაზე უკეთ Gmail-ის მეილით სარგებლობენ. Google Workspace-ს კომპანიაში ინტეგრირებით, თქვენს თანამშრომლებსაც შეუწყობთ ხელს, რომ მალევე აითვისონ ახალი ვირტუალური სამუშაო გარემო.

როგორ დავიწყოთ ციფრული ოფისის შენება?
როდესაც ინდივიდუალურ სამუშაო სივრცეებზე საზრუნავი აღარ გაქვთ, თამამად შეგიძლიათ იფიქროთ სხვა მიზნობრივ სივრცეებზე.
თქვენ დაგჭირდებათ:
- ონლაინ შეხვედრების პლატფორმა - Google Meet
- კორპორატიული მეილი, რომელიც ფაილებს და შეტყობინებებს აგზავნის თანამშრომლებს შორის და პარტნიორებთან - Gmail-ი თქვენს @domena-ზე
- შეხვედრების, პრექტებისა და განრიგის დაფა - Google Calendar
- არქივი, სადაც ყველა თანამშრომელს ექნება წვდომა დოკუმენტებზე - Google Drive
- დოკუმენტები, სიები, ცხრილები, პრეზენტაციები - Google Editors (Docs, Sheets, Slides)

იკონტაქტეთ თანამშრომლებთან და მომხმარებლებთან Google Meet-ის და Gmail-ის მეშვეობით
წარმოიდგინეთ, რომ Google Meet თქვენი კომპანიის საკონფერენციო ოთახია. აქ თქვენ შეგიძლიათ აწარმოოთ ყოველდღიური თუ ყოველკვირეული შეხვედრები თანამშრომლებთან, იკონტაქტოთ ინდივიდუალურ დეპარტამენტებთან და მომხმარებელთან შეხვედრებიც კი დააორგანიზოთ.
რატომ Google Meet?
-
არ არის დამატებითი Software საჭირო, მუშაობს როგორც “ბრაუზერიდან” ისე. მობ. აპლიკაციებით
თითოეული შეხვედრა მაქსიმალურად დაცულია -
ეკრანის გაზიარება, ფონის შეცვლა, ე.წ. Whiteboard და ჩათიც ადგილზე
როდესაც გთავაზობთ Gmail პლატფორმას თქვენი კომპანიისთვის. Google Workspace-ს ფარგლებში შეგიძლიათ ისარგებლოთ Gmail-ის კორპორატიული იმეილით, თქვენი კომპანიის დომენზე @companydomain
რატომ Gmail, კორპორატიულ გარემოში?
-
ნაცნობი ინტერფეისი, თქვენ ალბათ უკვე გაქვთ უფასი მეილი @gmail.com -ზე
სრულად თავსებადი მობილურ პლატფორმებთან, Android, iOS
სპამისა და სხვადასხვა თემატიკის იმეილების ფილტრაცია
ადვილად ინგეგრირდება სხვადასხვა აპლიკაციებთან Google Workspace Marketplace, მაგ: Trello, Slack, Asana, Jira, Zoom და სხვ. ასევე CRM და ERP სისტემებთან
თუ კი უკვე სარგებლობთ კორპორატიული იმეილ ჰოსტინგით, სტანდარტულ ვებ ჰოსტინგზე, Gmail-ზე მიგრაცია Geosoft LLC -სთვის 2x2 ოთხია :)

გამოიყენეთ ერთი, გაზიარებადი დაფა ყველა პროექტისა და შეხვედრისთვის - Google Calendar
Google Calendar ე.წ. დაფაა, თანამშრომლების გრაფიკს და შეხვედრებს რომ ვინიშნავთ ხოლმე.
რატომ Google Calendar:
- არ აქვს გართულებული ფუნქციონალი და ქართული მენიუც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
- შესაძლებელია ინფორმაციის იმპორტი სხვა კალენდრიდან
- შეტყობინებებსა და შეხსენებებს გზავნის ღონისძიების დაწყებისა და მოახლოების შესახებ
- ერთდროულად რამდენიმე კალენდრის გაკეთება და გაერთიანება შეგიძლიათ
- სინქრონულად მუშაობს android და iOS ტელეფონებთან

შექმენით დოკუმენტები Google Docs, Sheets ან Slides-ში და შეინახეთ თქვენს ვირტუალურ არქივში - Google Drive
ვისაც Google Drive-ზე დოკუმენტებისა და ფოტოების Google Photos-ზე ავტომატურად ატვირთვის ფუნქცია აქვს ჩართული, დაგვერწმუნება, რომ Google Drive-ს არაერთხელ გადაურჩენია მისი ინფორმაცია.
თქვენი ციფრული ოფისისთვისაც იდეალური არქივია Google Drive. აქ შეგიძლიათ ყველა ტიპის დოკუმენტის შენახვა და რედაქტირება ისე, რომ ყველაფერი ავტომატურად განახლდეს.

რატომ Google Drive:
- დაცული არქივია, სადაც ყველაფრის შენახვა შეგიძლიათ სწრაფად.
- მორგებულია ნებისმიერ მოწყობილობაზე Windows, android, iOS და “ბრაუზერი”
- დოკუმენტების გაზიარება შეგიძლიათ ნებისმიერ თანამშრომელთან და კლიენტთან (იმის და მიუხედავად, აქვთ თუ არა Google ანგარიში).
- შეგიძლიათ შეზღუდოთ დოკუმენტების გადმოწერა, დაკოპირება, რედაქტირება და სხვა.
დოკუმენტების შექმნასა და რედაქტირებას კი Google Editors-ის მეშვეობით მოახერხებთ.
რატომ Google Docs, Sheets, Slides:
- Google Docs ფაქტიურად Microsoft Word-ის ალტერნატიული ონლაინ ვერსიაა. Google Drive-ზე შექმნილი დოკუმენტის ჩამოტვირთვა Word-ის ფორმატითაც შეგიძლიათ და PDF ფორმატითაც (ყველანაირი დამატებითი პროგრამის ინსტალაციის გარეშე).
- Google Sheets-ში შეგიძლიათ შექმნათ ცხრილი, განრიგი, პროექტების გადანაწილება, ხარჯთაღრიცხვა და სხვა, და გაუზიაროთ თითოეულ თანამშრომელს (ყოველივეს თავისი ინდივიდუალური წვდომით).
- Google Slides-ებით კი შექმნით პრეზენტაციებს, რომელთა ვიზუალის შერჩევა სხვა პლატფორმებიდანაც კი შეგიძლიათ
თუ რატომ Google Workspace, ამაზე უფრო დეტალური პასუხის გაცემა შეუძლიათ ჯეოსოფტში - Google Cloud-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში. ჯეოსოფტი მხარდაჭერის გაწევა და თქვენთან ერთად, თქვენი კომპანიის ციფრული ოფისისში მიგრაცია - https://geosoft.ge.

(R)





