ჟურნალმა Nature 2016 წლის ცნობილი მეცნიერები დაასახელა
ტექნოლოგიები

ჟურნალმა NATURE 2016 წლის ის ცნობილი მეცნიერები დაასახელაა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მიმდინარე წელს მეცნიერების განვითარებაში. ჩამონათვალში მოხვდნენ ასევე ადამიანები, რომლებსაც წვლილი მიუძღვით საზოგადოებრივ საქმიანობაშიც.
ჟურნალის აზრით, მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ფიზიკის დარგში გრავიტაციული ტალღების აღმოჩენაა, ამ მხრივ საგანგებოდ გამოიყო მეცნიერი გაბრიელ გონსალესი, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.
სიაში მას მოსდევს დემის ჰაკაბისი, რომელმაც კომპიუტერული პროგრამა ALPHAGO შექმნა.
ათეულში მოხვდა ასევე ქიმიკოსი გუს ველტერსი, რომელმაც დაამტკიცა რომ უნდა შეწყდეს ჰიდროფთორნახშირბადის წარმოება.
აღინიშნა ექიმ-ინფექციონისტის სელინა ტურჩის აღმოჩენა, რომლის მიხედვითაც ზიკას ვირუსი ახალშობილებში მიკროცეფალიას იწვევს.





