ამერიკელმა სენატორმა FBI-ს რუსული აპლიკაცია FaceApp-ის შემოწმება სთხოვა
ტექნოლოგიები

ფოტო: play.google.com
აშშ-ის სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს (FBI) და ფედერალურ სავაჭრო კომისიას (FTC) რუსული აპლიკაციის FaceApp-ის შემოწმება სთხოვა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
FaceApp-ი არის აპლიკაცია, რომელიც იძლევა ფოტოს რედაქტირების შესაძლებლობას, რათა მომხმარებელი გამოჩნდეს უფრო ასაკოვანი ან ახალგაზრდა.
BIG: Share if you used #FaceApp:
— Chuck Schumer (@SenSchumer) July 18, 2019
The @FBI & @FTC must look into the national security & privacy risks now
Because millions of Americans have used it
It’s owned by a Russia-based company
And users are required to provide full, irrevocable access to their personal photos & data pic.twitter.com/cejLLwBQcr
სენატორმა შუმერმა გამოქვეყნებულ წერილში შემაშფოთებელი უწოდა ფაქტს, რომ მილიონობით ამერიკელის პირადი მონაცემები შესაძლოა აღმოჩნდეს "მტრული უცხო ძალის" ხელში. კომპანია Wireless Lab-ი, რომელმაც აპლიკაცია FaceApp-ი შეიმუშავა, სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს.
შუმერის თქმით, ის შეშფოთებულია ამ აპლიკაციის გამოყენებით შეგროვებული ამერიკელების პირადი მონაცემების დაცულობის საკითხით და ასევე იმით, იციან თუ არა მომხმარებლებმა ვის შეიძლება ჰქონდეს მათ მონაცემებზე წვდომა.
კომპანია Wireless Lab-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციის შემქმნელი ჯგუფი რუსეთშია, მომხმარებელთა პირადი ინფორმაცია რუსეთს არ გადაეცემა. მათი თქმით, აპლიკაციაში ატვირთული ფოტოები ინახება AWS-ისა და Google Cloud-ის ღრუბლოვან სათავსოებში (Cloud storage).





