რატომ ესიზმრებათ ქალებს სექსი დღეს უფრო ხშირად ვიდრე ადრე
ტექნოლოგიები

ფოტო: shutterstock.com
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები დღეს უფრო ხშირად ხედავენ სექსის შესახებ სიზმრებს, ვიდრე თუნდაც 50 წლის წინ. კვლევისთვის ფრაიბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 16-დან 92 წლამდე ასაკის 2907 ადამიანი გამოკითხეს. ინფორმაციას Kurier-ი ავრცელებს და სვამს შეკითხვას "რა როლი ითამაშა ამაში ფემინიზმმა?" კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Psychology & Sexuality-ში გამოქვეყნდა.
კვლევის თანახმად, ახალგაზრდა ქალების მიერ ნანახ ყოველ მეხუთე სიზმარში ეროტიკული ელემენტებია. 1966 წელს ჩატარებულ ანალოგიურ კვლევაში ქალების მხოლოდ 4%-ზე ნაკლები მიუთითებდა რომ მათ სექსუალური ხასიათს სიზმრები ჰქონდათ.
საშუალოდ ყველა სიზმრის დაახლოებით 18%-ის შემთხვევაში სექსუალური შინაარსია. ამასთან ახალგაზრდა ადამიანებს უფრო ხშირად ესიზმრებოდათ ასეთი ეპიზოდები. ფრაიბურგის სპეციალისტები ახალგაზრდებში სექსუალური ხასიათის სიზმრების რაოდენობის ზრდას თანასწორობის განვითარებით ხსნიან. მათი თქმით, დღეს ქალები უფრო მეტად გახსნილები არიან და თავიანთი ეროტიკული სიზმრების შესახებ ნაკლები თავშეკავებითა და ნაკლები სიმორცხვით ჰყვებიან.





