ქართული ელექტრომობილების დიზაინზე ზვიად ციკოლია იმუშავებს
ტექნოლოგიები

ზვიად ციკოლია
ფოტო: Facebook / @tsikolia
ქართული ელექტრომობილების დიზაინს ზვიად ციკოლია შექმნის. ამის შესახებ დიზაინერმა imedinews-თან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, თითოეული დეტალი „აი გრუპის“ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი, რომელი 26 ივნისს გაიმართება.
ციკოლიამ განმარტა, რომ ქართული ბრენდის ქვეშ ელექტრომობილის დიზაინს სწორედ ის შექმნის, თუმცა დიზაინერი კონკრეტულ თარიღებს ჯერ ვერ ასახელებს. მისი თქმით, დიზაინის შექმნამდე ჯერ ქარხნის აშენებაა დაგეგმილი.
„ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დიზაინის შექმნამდე ჯერ უამრავი რამ არის გასაკეთებელი. ჯერ ამის თქმა შემიძლია. დეტალები „აი გრუპის“ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი“, - განმარტა ზვიად ციკოლიამ.
ზვიად ციკოლიას სახელს უკავშირდება პირველი ქართული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი 914-ის, დიდგორი მედევაკის და ლაზიკას დიზაინის შექმნაც.





