18 ოქტომბერი 2026, 17:17
ძალოსანი მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
სპორტი

მარიამ მურღვლიანი
ფოტო: საქართველოს სპორტის სამინისტრო
გაზიარება
ალბანეთის ქალაქ დურესში 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა (86 კგ) ატაცში 112 კილოგრამი დაძლია, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და ევროპის რეკორდიც დაამყარა. ვერცხლის მედალი მოიპოვა აკვრაში დაძლეული 136 კილოგრამითაც და ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ორჭიდში მოგროვებული 248 კილოგრამით.





