18 ოქტომბერი 2026, 17:07
სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო თასის ჩემპიონია
სპორტი

სანდრო ბაზაძე
ფოტო: სპორტის სამინისტრო
გაზიარება
სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო თასის ჩემპიონია. ალჟირში გამართული პრესტიჟული ტურნირის ფინალში ქართველმა სპორტსმენმა უნგრელი კრისტიან რაბი 15-12 დაამარცხა.
გადამწყვეტ შეხვედრამდე კი ბაზაძემ ფრანგ, რუმინელ და იაპონელ მეტოქეებს აჯობა.
33 წლის ქართველ მოფარიკავეს კარიერის განმავლობაში ორჯერ ევროპის ჩემპიონატი, თითოჯერ კი მსოფლიო პირველობა და ევროპული თამაშები აქვს მოგებული.





