18 ოქტომბერი 2026, 15:00
დუაიტ ჰოვარდმა საქართველოში ბოლო შეხვედრა ჩაატარა
სპორტი

დუაიტ ჰოვარდი
ფოტო: Facebook
გაზიარება
დუაიტ ჰოვარდმა საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატში ბოლო შეხვედრა ჩაატარა. ამერიკელი ვარსკვლავით გაძლიერებული „ბლექ ფორტრეს თბილისი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბთან 7-ქულიანი სხვაობით, 82-89 დამარცხდა.
ჰოვარდმა პარკეტზე გატარებულ 19 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კი თსუ-ს წევრი დალას პაუელი იყო, რომელმაც 23 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.





