გიორგი მჭედლიშვილი გიორის ჭაბუკთა ევროპის თასის გამარჯვებულია
სპორტი

გიორგი მჭედლიშვილი
ფოტო: საქართველოს სპორტის სამინისტრო
უნგრეთის ქალაქ გიორში ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასი მიმდინარეობს. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა გიორგი მჭედლიშვილმა (73 კგ), რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ჩეხი ადამ რუსნაკი დაამარცხა.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ ეტაპზე სამი მედალია. ტურნირზე ალექსი გულუამ (-60 კგ) ვერცხლი, გიორგი კაპანაძემ (-66 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ალექსი გულუამ ფინალი უკრაინელ ძიუდოისტთან დათმო. გიორგი კაპანაძემ კი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სლოვაკი სპორტსმენი დაამარცხა.
ქართველი ძიუდოისტები ევროპის თასზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობენ.





