ხვიჩა კვარაცხელია: მერაბ, საბა! მადლობა და თქვენ გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი. განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკნიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადა თქვენ დაჩაგვრას
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია
ფოტო: Getty Images
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული PSG-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში ქართველ მებრძოლებს მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„მერაბ, საბა! მადლობა და თქვენ გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი. განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკნიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადა თქვენ დაჩაგვრას. კაცები ასე არ იქცევიან და რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ“, - დაწერა კვარაცხელიამ.
როგორც ცნობილია, აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ.






