მედია: მერაბ დვალიშვილთან მომხდარი ჩხუბის გამო, უსმან ნურმაგომედოვი და ინციდენტის ყველა მონაწილე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დააკავეს
სპორტი

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) უმსუბუქესი წონის ყოფილ ჩემპიონთან, მერაბ დვალიშვილთან მომხდარი ჩხუბის ყველა მონაწილე აბუ-დაბიში დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო TASS-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.
მანამდე დვალიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.
„ჩხუბის მონაწილეები ვითარების გასარკვევად და გამოსაკითხად არიან დაკავებული“, - აღნიშნა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
2025 წლის იანვარში დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვის ძმას, უმარ ნურმაგომედოვს შორის სატიტულო ბრძოლა გაიმართა. მაშინ მერაბ დვალიშვილმა გაიმარჯვა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა.





