30 მარტი 2025, 08:06
გიორგი შერმადინი „სარაგოსასთან“ მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა
სპორტი

გიორგი შერმადინი
ფოტო: Facebook
გაზიარება
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ეფექტურად ითამაშა გიორგი შერმადინმა, რომლის „ტენერიფემ“ „სარაგოსა“ სტუმრად 93:89 დაამარცხა.
ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შერმადინს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. მისი სტატისტიკა: 31 წუთი, 11 ქულა (8/5 ორქულიანი, 6/6 საჯარიმო), 9 მოხსნა, 3 პასი. ამ მაჩვენებლით ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.
„ტენერიფეს“ 25 მატჩიდან 20 აქვს მოგებული, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება.





