საქართველოში საფრანგეთის საელჩო: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გუშინ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს და სოლიდარობას გამოვხატავთ დაშავებულთა და შემთხვევისას მობილიზებული სამაშველო ჯგუფების მიმართ
საზოგადოება

ფოტო: iStock
საქართველოში საფრანგეთის საელჩო სამძიმარს უცხადებს გუშინ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
საფრანგეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა აგრეთვე სოლიდარობას გამოხატავს დაშავებულთა და შემთხვევის ადგილზე მობილიზებული სამაშველო ჯგუფების მიმართ.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გუშინ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს და სოლიდარობას გამოვხატავთ დაშავებულთა და შემთხვევისას მობილიზებული სამაშველო ჯგუფების მიმართ. თანადგომის ნიშნად, კვირას, საფრანგეთის საელჩო ეროვნული გლოვის დღეს შეუერთდება“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.





