თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი: მეხანძრე-მაშველები უზრუნველყოფენ მაღალ დონეზე უსაფრთხოების დაცვას, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები და თავიანთი პირველადი მოხმარების ნივთები ბინებიდან გამოიტანონ
საზოგადოება

ლევან მუსელიანი
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
დაზიანებული კორპუსის ნაწილიდან, მოქალაქეებს საკუთარი ნივთები მეხანძრე-მაშველების დახმარებით გამოაქვთ.
„ადგილზე გამოცხადებული მოქალაქეები მეხანძრე-მაშველებს სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში, საიდანაც ეხმარებიან პირადი მოხმარების ნივთების გამოტანაში.
რაც შეეხება მეხანძრე-მაშველების მხრიდან დავალების შესრულებას, უზრუნველყოფენ მაღალ დონეზე უსაფრთხოების დაცვას, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები და თავიანთი პირველადი მოხმარების ნივთები ბინებიდან გამოიტანონ“, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა.
ფონიჭალაში, კორპუსში მომხარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიან უვნებლად ამოიყანეს 3 წლის გოგონა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.





