რევაზ სოხაძე: პრემიერის დავალებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ყველა ქალაქში, დაბაში, საკურორტო ზონაში უახლოესი წლების განმავლობაში მოვაწყობთ საკანალიზაციო სისტემებს და გამწმენდ ნაგებობებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი
რეგიონი

რევაზ სოხაძე
ფოტო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
პრემიერის დავალებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ყველა ქალაქში, დაბაში, საკურორტო ზონაში უახლოესი წლების განმავლობაში მოვაწყობთ საკანალიზაციო სისტემებს და გამწმენდ ნაგებობებს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.
„ხაშურში სისტემის მოწესრიგების პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი 2027 წლს დასრულდება, თუმცა ჩვენ იქ ვიწყებთ არამხოლოდ საკანალიზაციო სისტემის მოწყობას, გამწმენდი ნაგებობისაც, რომელიც არის ძალიან ძვირადღირებული სიამოვნება. პრემიერის დავალებით და ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ყველა ქალაქში, დაბასა და საკურორტო ზონაში უახლოესი წლების განმავლობაში მოვაწყობთ საკანალიზაციო სისტემებს და გამწმენდ ნაგებობებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. დაახლოებით ოთხიდან ხუთ მილიარდ ლარამდე დაჯდება ეს პროექტი, მაგრამ ეს არის ის, რაც აუცილებელია გავაკეთოთ. ხაშურში ზუსტად ეს პროექტი ხორციელდება და უკვე 2028 წლისთვის ეს დასრულდება“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.





