მუგუდის ხევის სახიდე გადასასვლელზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
რეგიონი

ფოტო: საავტომობილო გზების დემარტამენტი
მუგუდის ხევის სახიდე გადასასვლელზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 51-ე კმ-ზე (მუგუდის ხევი) არსებულ სახიდე გადასასვლელზე, გადაუდებელი სამუშაოების გამო, დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





