ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდულმა და დრამატულმა თეატრებმა სცენის გამო იჩხუბეს
პოლიტიკა

ფოტო: არქივი
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის სამსონ ჭანბას სახელობის აფხაზური თეატრის წინ ახალგაზრდული თეატრის მსახიობები შეიკრიბნენ და მათთვისმ სცენის დათმობა მოითხოვეს. თეატრის დირექციამ ახალგაზრდებს უარი უთხრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ახალგაზრდული თეატრის დასმა შენობაში შეჭრა სცადა, სამართალდამცველებმა კი მათ ამის საშუალება არ მისცეს. მსახიობებმა უვადო აქცია გამოაცხადეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, სამსონ ჭანბას აფხაზური თეატრის სცენა კვირაში რამდენიმე დღე ახალგაზრდულ თეატრს ეთმობა, თუმცა ორი თეატრი ამჯერად განრიგზე ვერ შეთანხმდა, ორივემ მოისურვა სპექტაკლი 15 ნოემბერს წარმოედგინა.
ახალგაზრდული თეატრის მსახიობები და მათი გულშემატკივრები თეატრის წინ ამ დრომდე რჩებიან.





