ნანა კაკაბაძე: რეალობა არის ის, რომ მათ [„ნაციონალური მოძრაობა“] სისხლის მდინარეები დააყენეს ქუჩებში, მათი ოპოზიციაში გაშვება კი არ უნდა მომხდარიყო, მათი გასამართლება უნდა მომხდარიყო
პოლიტიკა
![ნანა კაკაბაძე: რეალობა არის ის, რომ მათ [„ნაციონალური მოძრაობა“] სისხლის მდინარეები დააყენეს ქუჩებში, მათი ოპოზიციაში გაშვება კი არ უნდა მომხდარიყო, მათი გასამართლება უნდა მომხდარიყო](https://cdn.imedi.ge/new/auto/2026/11/04/af640cac1b8befac/38bb6eb65ace8548.png)
ნანა კაკაბაძე
რეალობა არის ის, რომ მათ [„ნაციონალური მოძრაობა“] სისხლის მდინარეები დააყენეს ქუჩებში, მათი ოპოზიციაში გაშვება კი არ უნდა მომხდარიყო, მათი გასამართლება უნდა მომხდარიყო, - განცხადა გადაცემაში „იმედი Live“ მოძრაობა „ნეიტრალიტეტის" დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, დემოკრატიისთვის ხელისუფლებამ, ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯებიც უნდა გადადგას.
„შავაძესთან დაკავშირებით რას იძახიან, გმირი მოვკალითო? თეთრაძე ვინ მოვკალითო გენერალი, გმირი თუ ვინო რას იძახიან? მთავარი ის კი არ არის მკვლელი რას ამბობს, მთავარია, რა არის რეალობა. რეალობა არის ის, რომ მათ სისხლის მდინარეები დააყენეს ქუჩებში, მათი ოპოზიციაში გაშვება კი არ უნდა მომხდარიყო, მათი გასამართლება უნდა მომხდარიყო. ასეთი რამ უკვე მომხდარი იყო გერმანიაში. როგორ გგონიათ, ჰიტლერს რომ შერჩენოდა ყველაფერი და არ გაესამართლებინათ, არ აირჩევდნენ დღეს ისევ ფაშიზმს?
ხელისუფლებას ეკუთვნის, რომ ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯებიც გადადგას იმისთვის, რომ თუ ვამბობ რომ დემოკრატია გვინდა. დემოკრატია ემყარება სიძლიერეს და ეს სიძლიერე ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს“, - განაცხადა კაკაბაძემ.





