ნანა კაკაბაძე: პოლიტიკა უნდა იყოს კრიმინალის გარეშე და პოლიტიკა თუ უნდა იყოს კრიმინალის გარეშე საქართველოში, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა უნდა იყოს „ნაციონალების“ გარეშე
პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე
ფოტო: facebook
პოლიტიკა უნდა იყოს კრიმინალის გარეშე და პოლიტიკა თუ უნდა იყოს კრიმინალის გარეშე საქართველოში, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა უნდა იყოს „ნაციონალების“ გარეშე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ, 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის შეფასებისას.
ნანა კაკაბაძის თქმით, როდესაც 23-24 წელი ერთი და იგივე რეჟიმში იმყოფება ე.წ. პოლიტიკური გუნდი, ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრება.
„ჩემი პოზიცია დიდი ხანია ცნობილია. გავიმეორებ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაც საზოგადოებისთვისაც და თქვენთვისაც ცნობილია, ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ვითხოვდით ჯერ კიდევ მაშინ, როგორც კი „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. სპორტის სასახლეში ჩავატარეთ ღონისძიება, სადაც დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებულებით იყო სავსე და მოითხოვდნენ სწორედ ის ადამიანები, რომ რეჟიმი უნდა გასამართლდეს, სამართლიანობა უნდა აღდგეს. ანუ, ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ პოლიტიკა უნდა იყოს კრიმინალის გარეშე და პოლიტიკა თუ უნდა იყოს კრიმინალის გარეშე საქართველოში, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა უნდა იყოს „ნაციონალების“ გარეშე. სხვანაირად, კრიმინალის ჩამოშორება პოლიტიკისგან ვერ ხერხდება და არ მოხერხდება. ეს ჩვენ ვნახეთ 9 წლის მანძილზე, ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს და ეს ჩვენ ვნახეთ უკვე 14 წელზე მეტია, რაც ისინი ოპოზიციაში არიან.
აქედან გამომდინარე, დასკვნა უნდა გაკეთდეს. როდესაც 23-24 წელი ერთი და იგივე რეჟიმში იმყოფება ე.წ. პოლიტიკური გუნდი, ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრება. აქედან გამოგვაქვს დასკვნა, რომ ეს უნდა გასამართლდეს და ისინი უნდა ჩამოშორდნენ“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.





