აჭარის ტელევიზიამ სოფო ხალვაში ზურაბიშვილის კამპანიაში მონაწილეობის გამო ეთერიდან მოხსნა
პოლიტიკა

სოფო ხალვაში
ფოტო: facebook
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, დისციპლინური საქმის წარმოების დასრულებამდე დილის გადაცემას მომღერალი სოფო ხალვაში აღარ წაიყვანს. ამის შესახებ ტელევიზიამ დღეს გაავრცელა განცხადება.
ამ ფაქტზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელმა დისციპლინური საქმის წარმოება უკვე დაიწყო.
''მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა ეკრძალება. საკითხზე მაუწყებელი იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს'', - ამბობს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი გია ქარცივაძე.
შაბათ-კვირას ''დილის ტალღა'' ეთერში გავა, მაგრამ, მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მას სოფო ხალვაში არ წაიყვანს.
ხალვაშმა მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინაარჩევნო შეხვედრაზე იმღერა. მომღერალი სოფო ხალვაში, რომელიც გადაცემა "დილის ტალღის" წამყვანია, თბილისში სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრას დაესწრო.





