გიორგი ხუხია
იურიდიულმა კომიტეტმა სააკაშვილის რეჟიმის შეფასების იდეას მხარი დაუჭირა
პოლიტიკა

იურიდიული კომიტეტის სხდომა
ფოტო: გიორგი ხუხია
იურიდიულმა კომიტეტმა პატრიოტთა ალიანსის რეზოლუციის პროექტის დასკვნას მხარი დაუჭირა. რეზოლუციის მიხედვით, 2004-2012 წლებში ქვეყანაში ადამიანებს აწამებდნენ. კომიტეტის წევრებიდან დასკვნისთვის მხარდაჭერაზე თავი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, ნინო გოგუაძემ შეიკავა.
ირმა ინაშვილის განცხადებით, დღეს მხარდაჭერილი დასკვნა პოზიტიური სიგნალია, რათა საკითხს სესიაზეც დაუჭირონ მხარი:
"პატრიოტთა ალიანსი" რეზოლუციით ბოკერია-სააკაშვილის მმართველობის სამართლებრივ-პოლიტიკურ შეფასებას და წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას მოითხოვს.
"ქართული ოცნების ბევრი დეპუტატი ვიცი, რომელიც მზად არის მხარი დაუჭიროს ამ რეზოლუციას. პოზიტიურად ვაფასებ იურიდიული კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებას. დასკვნა არის ეს, რომელშიც ზუსტად კიდევ ერთხელ არის აღიარებული, რომ ამ ქვეყანაში 2004-2012 წლებში ადგილი ჰქონდა პატიმართა წამებებს, არაადამიანურ მოპყრობას, რომ იმ პერიოდში ამ ქვეყანას ჰყავდა პოლიტპატიმრები. პრაქტიკულად ამ ასკვნამ გააძლიერა ჩვენი რეზოლუცია, რომელიც უახლოეს ხანში კენჭისყრაზე გავა პლენარულ სხდომაზე",- განაცხადა ირმა ინაშვილმა.





