მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირზე: ყველა ინსტრუმენტი მოშალეს, სადაც პოლიტიკური დიალოგი შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს არის პირველ რიგში შესაცვლელი, შინაარსია თავიდან მაგიდაზე დასაბრუნებელი იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცას მივაღწიოთ ამ ურთიერთობებში
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
საგარეო საქმეთა სამინისტრო
ყველა ინსტრუმენტი მოშალეს, სადაც პოლიტიკური დიალოგი შეიძლებოდა ყოფილიყო, არ ჩატარებულა ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტი, სადაც ვსაუბრობდით ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა მიმართულებაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, გაბუტვისა და დიალოგის შეწყვეტის პოლიტიკას არანაირი შედეგი არ მოუტანია.
„რა შედეგი შეიძლება მოეტანა გაბუტვის პოლიტიკას და დიალოგის შეწყვეტის პოლიტიკას? ყველა ინსტრუმენტი მოშალეს სადაც პოლიტიკური დიალოგი შეიძლებოდა ყოფილიყო. არ ჩატარებულა ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტი, სადაც ვსაუბრობდით ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა მიმართულებაზზე. ეს შეხვედრები სარგებლის მომტანი იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ეს შეხვედრები სარგებლის მომტანი იყო ევროკავშირისთვისაც, ეს მექნიზმები თავად ევროკავშირის მხარემ მოშალა არასწორი გადაწყვეტილებების საფუძველზე. შესაბამისად ეს არის პირველ რიგში შესაცვლელი, შინაარსია თავიდან მაგიდაზე დასაბრუნებელი იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცას მივაღწიოთ ამ ურთიერთობებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.





