მაკა ბოჭორიშვილი: ჩინეთის მზარდი როლი გლობალურად თვალსაჩინოა და შესაბამისად, ჩინეთთან ურთიერთობების დინამიკა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ იმ ქვეყანასთან, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება გლობალური წესრიგის ჩამოყალიბებაში, ეს ურთიერთობები ჩინეთსა და ჩვენს ქვეყანას შორის იყოს მყარი, იყოს ძლიერი
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
საგარეო საქმეთა სამინისტრო
ჩინეთის მზარდი როლი გლობალურად თვალსაჩინოა და შესაბამისად, ჩინეთთან ურთიერთობების დინამიკა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ იმ ქვეყანასთან, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება გლობალური წესრიგის ჩამოყალიბებაში, ეს ურთიერთობები ჩინეთსა და ჩვენს ქვეყანას შორის იყოს მყარი, იყოს ძლიერი. რა თქმა უნდა ვიცე- პრემიერის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ჩინეთისმხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის და რა თქმა უნდა დიდ ყურადღებას ვუთმობთ სწორედ ჩინეთთან ურთიერთობების გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებებით, იქნება ეს სავაჭრო-პოლიტიკური ურთიერთობები თუ სხვა“, - განაცხადამაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ ცენტრალური აზიის სხვადასხვა ქვეყნებთან გააძლიეროს და გაამყაროს ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებს შორის თანამშრომლობისთვის.
„რაც შეეხება ყურის ქვეყნებს, იცით რა ეკონომიკური სიძლიერის ქვეყნებზე ვსაუბრობთ, როდესაც ყურის ქვეყნებზეა საუბარი. და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე უფრო განვითარებული, ჩვენზე უფროეკონომიკურად წინ წასული ქვეყნებისთვისაც კი მათთან ურთიერთობა გამყარება, გაძლიერება ინვესტიციების კუთხით, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით და ესეც ჩვენთვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.





