საკრებულომ ტაქსების რეგულაციის წესი დაამტკიცა
პოლიტიკა

ფოტო: shutterstock.com
საკრებულოს სხდომაზე რეგულაციას მხარი 33 დეპუტატმა დაუჭირა. რეგულაცია ორ ეტაპად განხორციელდება.
2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპი დაიწყება და საჭისა და კარების გარდა, ყურადღება ტაქსის ფერსაც მიექცევა. კერძოდ, 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ტაქსებისთვის განკუთვნილი ფერი დადგინდება.
თბილისის მერმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს თქვა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია. ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, დაჯარიმდებიან. ტაქსების რეგულაციაზე საუბარი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაშიც არის, რომელიც კახა კალაძემ 24 ივლისს წარადგინა.




