გიორგი სოსიაშვილი საპარლამნტო უმრავლესობის დღევანდელი სხდომის შესახებ: ჩვეულებრივი ამბავია, პერიოდულად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ხვდება უმრავლესობას, ტარდება პოლიტსაბჭო. რადიკალებმა დახატეს რაღაც აპოკალიფსური სურათი, მაგრამ ეს მათი ხელწერაა
პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც პერიოდულად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ხვდება უმრავლესობას, ტარდება პოლიტსაბჭო. რადიკალებმა დახატეს რაღაც აპოკალიფსური სურათი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში დღეს გასამართ უმრავლესობის სხდომაზე საუბროისას.
„ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც პერიოდულად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ხვდება უმრავლესობას, ტარდება პოლიტსაბჭო. რადიკალებმა დახატეს რაღაც აპოკალიფსური სურათი, მაგრამ ეს მათი ხელწერაა, რომ საზოგადოებაში რაღაც ცუდი მოლოდინები გაჩინონ.
არაფერი არ ხდება, ჩვეულებრივი რიგითი სხდომაა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ესწრება და განიხილება მიმდინარე საკითხები, რაც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი უმრავლესობისთვის“, - განაცხადა სოსიაშვილმა.
დღეს, 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. რაზე იმსჯელებენ, კონკრეტული საკითხები ჯერ ცნობილი არ არის.





