დავით მათიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი სხდომის შესახებ: განხილული იქნება მიმდინარე თემები, რაიმე განსაკუთრებული და გამორჩეული საკითხის განხილვა არ იგეგმება. შეხვედრის შედეგებზე საზოგადოებას უკვე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდგომ ეცნობება
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობის დღეისთვის დაგეგმილი სხდომის შესახებ მედიასთან ისაუბრა. დავით მათიკაშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე რაიმე განსაკუთრებული საკითხის განხილვა არ იგეგმება.
„ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომლებიც პერიოდულად ტარდება. განხილული იქნება მიმდინარე თემები, რაიმე განსაკუთრებული და გამორჩეული საკითხის განხილვა არ იგეგმება. ყველაფერ დანარჩენზე და შეხვედრის შედეგებზე საზოგადოებას ეცნობება უკვე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდგომ”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. უცნობია კონკრეტული საკითხები, თუ რაზე იმსჯელებენ. დღესვე მმართველი გუნდის წევრები შეხვედრას პოლიტსაბჭოს ფორმატში გამართავენ. სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები გაკეთდება.




