ქუმსიშვილი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი
რამდენიმე წუთის წინ, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა ყოფილმა პირველმა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მას ჟურნალისტები სახლთან ელოდნენ.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ის არ იმყოფებოდა საქართველოში და ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მისი თქმით, ის მთავარ საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით 20 დღის წინ გამოკითხეს. ქუმსიშვილი აცხადებს, რომ კითხვების შემთხვევაში, ის მზადაა კვლავ მივიდეს პროკურატურაში.
დღეს გახდა ცნობილი, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.
ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა. ალავიძემ თანამდებობა 2018 წლის 30 მარტს დატოვა, მის ადგილზე მაია ცქიტიშვილი დაინიშნა.
დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრად 2016-2017 წლებში დაინიშნა და იყო საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი. თუმცა 2017 წლიდან ქუმსიშვილმა ისევ ეკონომიკის სამინისტროში გადაინაცვლა. ის ამ თანამდებობიდან ქუმსიშვილი მას შემდეგ გადადგა, რაც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დატოვა პოსტი. მალევე ცნობილი გახდა, რომ ახალი პრემიერის მამუკა ბახტაძის დროებით სამთავრობო გუნდში მისი კანდიდატურა აღარ მოიაზრებოდა.





