სოზარ სუბარი: როდესაც დაიჭირეს კობა ნარჩემაშვილი და „მოდულის“ შენობაში მიიყვანეს, იმდენი არასამთავრობო ორგანიზაცია მივიდა, რომელსაც ჩემი სახელით ჰქონდა ეს მანდატი, რომ უბრალოდ მათი შეშვება შეუძლებელი იყო. ჩვეულებრივ, რაც ხდებოდა ყოველდღიურად ციხეებში ან პოლიციაში, არავინ დადიოდა
პოლიტიკა

სოზარ სუბარი
ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
როდესაც დაიჭირეს კობა ნარჩემაშვილი და „მოდულის“ შენობაში მიიყვანეს, იმდენი არასამთავრობო ორგანიზაცია მივიდა, რომელსაც ჩემი სახელით ჰქონდა ეს მანდატი, რომ უბრალოდ მათი შეშვება შეუძლებელი იყო, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედის კვირასთან“.
სოზარ სუბარის თქმით, ჩვეულებრივ, რაც ხდებოდა ყოველდღიურად ციხეებში ან პოლიციაში, იქ არავინ [არასამთავრობოები] დადიოდა.
„როდესაც დაიჭირეს კობა ნარჩემაშვილი და „მოდულის“ შენობაში მიიყვანეს, იქ რიგი იდგა, აი იმდენი არასამთავრობო ორგანიზაცია მივიდა, რომელსაც ჩემი სახელით ჰქონდა ეს მანდატი, რომ უბრალოდ მათი შეშვება შეუძლებელი იყო. მაგრამ ჩვეულებრივ, რაც ხდებოდა ყოველდღიურად ციხეებში ან პოლიციაში, არავინ დადიოდა, ისევ ჩვენს ზურგზე გადიოდა“, - აღნიშნა მან.





