ნუკრი შოშიაშვილი: ჩინეთის სახელმწიფო ჩვენნაირი სახელმწიფოსთვის უნიკალური გეოპოლიტიკური მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ მძლავრი ანტი ჩინური პროპაგანდა მიდის, ვხედავთ, რომ სადაც ჩინური კომპანიები შედის, ინფრასტრუქტურა, ახალი სავაჭრო გზები ვითარდება
პოლიტიკა

ნუკრი შოშიაშვილი
ფოტო: იმედი/კადრი
მიუხედავად იმისა, რომ მძლავრი ანტი ჩინური პროპაგანდა მიდის, ვხედავთ, რომ სადაც ჩინური კომპანიები შედის, ინფრასტრუქტურა, ახალი სავაჭრო გზები ვითარდება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა.
მისი თქმით, ეს აძლევს საქართველოსნაირ სახელმწიფოებს ამ მძიმე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, სადაც სახელმწიფოები იშლებიან, განიცდიან ეგზისტენციალურ გამოწვევებს, ტერიტორიულ პრობლემებს და ა.შ., გადარჩენის შესაძლებლობას.
„ჩინეთის სახელმწიფო ჩვენნაირი სახელმწიფოსთვის უნიკალური გეოპოლიტიკური მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ მძლავრი ანტი ჩინური პროპაგანდა მიდის, ვხედავთ, რომ სადაც ჩინური კომპანიები შედის, ინფრასტრუქტურა, ახალი სავაჭრო გზები ვითარდება. ეს აძლევს ჩვენნაირ სახელმწიფოებს ამ მძიმე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, სადაც სახელმწიფოები იშლებიან, განიცდიან ეგზისტენციალურ გამოწვევებს, ტერიტორიულ პრობლემებს და ა.შ., გადარჩენის შესაძლებლობას. ის განცხადება, რომ საქართველო არის უმნიშვნელოვანეს პარტნიორი ჩინეთისთვის ამიერკავკასიაში, უბრალო სიტყვები არ არის“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.




