ირაკლი ხელაძე: აგენტურული ოპოზიციის მხრიდან, სისტემატურად ვისმენთ ბრალდებებს, თითქოს საქართველო ერთგვარ საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული. ამის საპირისპიროდ, ჩვენს პრემიერ-მინისტრს ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ვხედავთ, მათ შორის, უმაღლესი დონის ფორუმებზე, სამიტებზე
პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
აგენტურული ოპოზიციის მხრიდან, სისტემატურად ვისმენთ ბრალდებებს, თითქოს საქართველო ერთგვარ საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.
ირაკლი ხელაძის თქმით, ამის საპირისპიროდ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ვხედავთ, მათ შორის, უმაღლესი დონის ფორუმებსა და სამიტებზე.
„აგენტურული ოპოზიციის მხრიდან, ბოლო პერიოდში სისტემატურად ვისმენთ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველო ერთგვარ საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული. ამის საპირისპიროდ, ჩვენს პრემიერ-მინისტრს ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ვხედავთ, მათ შორის, უმაღლესი დონის ფორუმებზე, სამიტებზე. ეს რისთვის არის კარგი, პირველ რიგში იმისთვის, რომ უკეთ გაიგონ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოების ლიდერებმა ის პოზიციები, რაც საქართველოს ბოლო პერიოდში აქვს ჩამოყალიბებული, თუნდაც ევროინტეგრაციის მიმართულებით. რა არის ჩვენთვის პრინციპული, რა არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პერსპექტივა მომავალში რეალურად ხელშესახებ შედეგად გადაიქცეს“, - აღნიშნა მან.
ირაკლი ხელაძემ ასევე ისაუბრა დაკავშირებადობასა და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.
მისივე თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სწორი, გონივრული პოლიტიკის ხარჯზე ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილური გარემო შეინარჩუნო.




