სტეფანო ახოკე: ნამდვილად არ მგონია, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები ეჭვის ქვეშ არის. სწორედ საქართველოა, რომელიც ეკონომიკურად ვითარდება და ამავე დროს, ბრიუსელისგან მოითხოვს თანაბარ პირობებში მოლაპარაკებების წარმოებას
პოლიტიკა

სტეფანო ახოკე
ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განიხილა ევროკომისიის მიერ მომზადებული უახლესი დოკუმენტი, რომელიც ჩემი აზრით, უსაფუძვლოა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარმა სტეფანო ახოკემ, Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუსთან დაკავშირებით.
სტეფანო ახოკეს თქმით, სწორედ საქართველოა, რომელიც ეკონომიკურად ვითარდება და ამავე დროს, ბრიუსელისგან მოითხოვს თანაბარ პირობებში მოლაპარაკებების წარმოებას.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ დაეთანხმა წარდგენილ კონტექსტს მოდერატორის მხრიდან, თითქოს, საქართველოა მხარე, რომელმაც ევროკავშირთან მოლაპარაკებები ჩაშალა.
მე ნამდვილად არ მგონია, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები ეჭვის ქვეშ არის. საქართველო განაგრძობს ამ თვალსაზრისით შესაბამისი სამუშაოს გაწევას. პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ მკაფიოდ ჩამოაყალიბა ეს მოცემულობა. ამავე დროს, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არასდროს განიხილავს სუვერენიტეტის ხარჯზე დათმობებზე წასვლას მაშინ, როდესაც ასეთი მტკიცე მიდგომა არ არის სხვა კანდიდატი სახელმწიფოების მიმართ, როგორც საქართველოს შემთხვევაშია ევროკომისიის მხრიდან“, - აღნიშნა მან.





