02 ივლისი 2026, 20:43
„ქრონიკის“ სიუჟეტი 67-ე ჟენევის მოლაპარაკებათა რაუნდის შესახებ
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/კადრი
გაზიარება
რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმება იურიდიული თვალსაზრისით ბათილია და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს არღვევს.
ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელიც ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის ფარგლებში დაგმო. ბუნებრივია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე გამოწვევებთან ერთად.
ნინო არღვლიანის სიუჟეტი 67-ე რაუნდის შესახებ.





