გიორგი ხაინდრავა: ეს ბრძანება მაქვს ნანახი და რასაც ვამბობ, დოკუმენტურად დამტკიცებულია სასამართლოს მიერ - ეკა გიგაური მონაწილეობდა 7 ნოემბრის აქციის დარბევის მონაწილე ბარბაროსების დაჯილდოებაში და ამაში მონაწილეობა რომ მიიღო, ვანო მერაბიშვილის ბრძანებით და ხელის მოწერით მიანიჭეს კაპიტნის ვადამდელი წოდება. ამიტომ დავარქვი „კაპიტანი გიგაური“
პოლიტიკა

გიორგი ხაინდრავა
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ეს ბრძანება მაქვს ნანახი და რასაც ვამბობ, დოკუმენტურად დამტკიცებულია სასამართლოს მიერ - გიგაური მონაწილეობდა 7 ნოემბრის აქციის დარბევის მონაწილე ბარბაროსების დაჯილდოებაში და ამაში მონაწილეობა რომ მიიღო, ვანო მერაბიშვილის ბრძანებით და ხელის მოწერით მიანიჭეს კაპიტნის ვადამდელი წოდება. ამიტომ დავარქვი „კაპიტანი გიგაური“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ კინორეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ ეკა გიგაურზე საუბრისას.
ხაინდრავას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები რეალურად იყვნენ არა არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ პირდაპირ სადაზვერვო დაწესებულებები - სხვადასხვა ფორმით შენიღბულები იმისთვის, რომ ეწარმოებინათ ის საქმიანობა, რომლის მომსწრეც არის მთელი საქართველო ამ წლების განმავლობაში.
„ქართველი ერის საყრდენი არის ეკლესია, ამიტომ ყველაზე გააფთრებული ბრძოლა ეკლესიასთან მიმართებით მიდის და ყველაზე მეტი ფული მაგაზე იხარჯება, ევროპა არის ამის ყველაზე ნათელი მაგალითი.
უნდა გაიყოს აგენტურა, რომელმაც დაირქვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ორგანიზაციები, რომლებიც საგანმანათლებლო და გარემოს დაცვის სფეროებში საქმიანობენ. მათ საერთო არაფერი აქვთ.
სააკაშვილის დროს თუ რამის მოგვარება უნდოდათ საქართველოში, ამერიკის საელჩოში რეკავდნენ, დღეს დამთავრდა ეგ თემა და მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ეს არის სუვერენული ქვეყანა. იმიტომ გვიცნო ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ჩინეთი და დაინტერესდა, თორემ აქამდეც გეოგრაფიულად აქ იყო საქართველო“, - აღნიშნა გიორგი ხაინდრავამ.





