„კასპიან პოსტი“: ყაზახეთი საქართველოს შავი ზღვის რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს მთავრობა
ყაზახეთი საქართველოს შავი ზღვის რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს - ასე ეხმაურება გამოცემა „კასპიან პოსტი“ ასტანაში, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოლაპარაკებებს, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს.
შეხვედრა ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე, ყაზახეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის ადრე მიღწეული შეთანხმებების წინსვლაზე იყო ორიენტირებული.
ბეკტენოვმა საქართველო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ყაზახეთის ყველაზე სანდო მეგობრად და საკვანძო პარტნიორად მოიხსენია.





