არჩილ გორდულაძე: საიდან მოიტანა ნიკა გილაურმა ამ რაოდენობის თანხა, საიდან ჰქონდა ასეთი შემოსავლები, ეს ცალკე გამოსაკვლევია
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საიდან მოიტანა ნიკა გილაურმა ამ დონის, ამ რაოდენობის თანხა, საიდან ჰქონდა ასეთი შემოსავლები, ეს ცალკე გამოსაკვლევია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, გილაური საბოლოო ჯამში ლორა თორნტონის დავალებას ემსახურება, რომ ქვეყანაში იყოს ისეთი მდგომარეობა, გაჭირვება, რომ საბოლოო ჯამში „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს ხელისუფლებაში.
„ნიკა გილაური ერთ-ერთი არის იმ ადამიანთაგან, რომლის მიზანიც სხვათა შორის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა ჩამოიშალოს. ეს არის ადამიანი რომელიც არაერთ განცხადებას აკეთებს, რომ არასწორი მოლოდინები შეიქმნას ქვეყანაში, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება ქალბატონ ლორა თორნტონის დავალებას, რომ ქვეყანაში იყოს ისეთი მდგომარეობა, გაჭირვება, რომ საბოლოო ჯამში „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს ხელისუფლებაში. ამ თანხებს ახლა გადაიხდიან ეს ადამიანები თუ გამტარები იქნებიან თავიანთი „დიფ სთეითის“ დავალებიდან გამომდინარე, ეგ არის მთავარი.
მთავარი, მათ შორის, არის ის თუ საიდან მოიტანა ნიკა გილაურმა ამ დონის, ამ რაოდენობის თანხა. საიდან ჰქონდა ასეთი შემოსავლები, ეს კიდევ ცალკე გამოსაკვლევია. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან აინტერესებს ეს ინფორმაცია საზოგადოებას“,- აღნიშნა გორდულაძემ.





