აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: დაშავებულია ისრაელის ერთი და თურქეთის 5 მოქალაქე
პოლიტიკა
ზაალ მიქელაძე
აჭარის ჯანდაცვის მინისტის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის, “ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებულთაგან 18 ადამიანი რჩება საავადმყოფოებში. მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 - თურქეთის, დანარჩენი კი - საქართველოსი.
მიქელაძის თქმით, დაზარალებულებს აღენიშნებათ ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის ნიშნები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაშავებულთაგან ორი პაციენტი იმყოფება “მედცენტრში“, რვა - რეფერალურ ჰოსპიტალში, სამი - რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, ხუთი კი - ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში.
მინისტრის თქმით, გარდაცვლილი ადამიანების 11 ცხედარი ამჟამად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია.
ხანძარი სასტუმრო “ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.





