კიოტოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პასკალ ლოტასი: თუ საქართველო გამოიყენებს ნეიტრალიტეტს, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს და მსოფლიოს აუწყებს, რომ დღეიდან ჩვენ ვიქნებით ნეიტრალური, უპირატესობა იქნება ის, რომ გაცილებით მარტივი გახდება უთხრათ ყველა პარტნიორს, თუ რატომ არის საქართველო უსაფრთხო ქვეყანა
პოლიტიკა

პასკალ ლოტასი
ვიდეო/კადრი
კიოტოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და ჰაკუბის მოწინავე კვლევების ცენტრის ასოცირებულმა პროფესორმა, პასკალ ლოტასმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა იმაზე, თუ რა პრივილეგიებს მოუტანს საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება.
მისი თქმით, თუ საქართველო გამოიყენებს ნეიტრალიტეტს, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს და პოლიტიკის სახით გამოაცხადებს და მსოფლიოს აუწყებს, რომ დღეიდან ჩვენ ვიქნებით ნეიტრალური მუდამ, უპირატესობა იქნება ის, რომ გაცილებით მარტივი გახდება, რომ უთხრათ ყველა პარტნიორს, თუ რატომ არის საქართველო უსაფრთხო ქვეყანა ინვესტიციებისთვის.
„თუ თქვენ ყველას მინდორზე ითამაშებთ, რა თქმა უნდა, ამას მოსდევს გამოწვევები, რომ თავიდან ავიცილოთ ის, რომ ერთმა ან მეორე სახელმწიფომ წნეხი არ განახორციელოს თქვენზე. მაგრამ დადებითი რა არის?! - ძალიან გაიზრდება ნდობა. როდესაც ამბობთ, რომ ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ დავიცავთ ინვესტიციებს თქვენგან, თურქებისგან ჩადებულს, რუსეთისგან ჩადებულს, რომ ვიმუშაოთ კონკრეტულ პროექტებზე, რომელიც მნიშვნელოვანია მათთვის და ოპტიმალურად დავაკავშიროთ ეს პროექტები და დავრწმუნდეთ, რომ ის სარგებელი, რომელიც მოდის ჩინეთიდან საქართველოში, ევროპაშიც წავა და პირიქით, ამ სქემამ თუ წარმატებით იმუშავა, თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ საქართველო არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ სტრატეგიულადაც და სამხედრო თვალსაზრისითაც. ყველაზე დიდი უსაფრთხოება მოდის იქიდან, რომ მტრები არ გყავთ“, - განაცხადა პასკალ ლოტასმა.
მისი თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა საქართველოს ნეიტრალიტეტისთვის არის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. პასკალ ლოტასი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ეს ჩანაწერი საზოგადოებაში დიდი დისკუსიის თემა უნდა გახდეს და აღნიშნული მუხლი დაკორექტირდეს.





