მიმდინარე კვირაში, პარლამენტი სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ ვეტოს დაძლევს
პოლიტიკა

ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური
მიმდინარე კვირაში, პარლამენტი სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ ვეტოს დაძლევს. ამჯერად საუბარია საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს კიდევ ერთხელ წარუდგინა უარგუმენტო შენიშვნები. ზურაბიშვილის ვეტო ცესკოში კომისიის დისკრედიტაციის მცდელობად უკვე შეფასდა.
„ჩვენ ამ ცვლილებებთან მიმართებით ერთი რამ შეგვიძლია ხაზგასმით ვთქვათ: ნებისმიერი კვორუმის პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები იყო და იქნება კანონთან შესაბამისი და ამასთან დაკავშირებით, არავის არასდროს პრეტენზია არ გამოუთქვამს. ნაცვლად იმისა, რაც იყო ჩვენი მოლოდინი, რომ [პრეზიდენტის] ადმინისტრაციის წარმომადგენლები ითანამშრომლებდნენ და იქნებოდნენ ცესკოს ნეიტრალურობის დამცველები საარჩევნო ადმინისტრაციასთან, ჩვენ ვიღებთ სამწუხაროდ აღქმების შექმნის მცდელობას, რაც აუცილებლად იქნება გამოყენებული შემდგომი სპეკულაციებისთვის“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძემ „ქრონიკასთან“.





